29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
კომისიის წევრების კოვიდინფიცირების გამო, ფოთში ორმა საუბნო საარჩევნო კომისიამ დროებით მუშაობა შეაჩერა

ფოთში ორმა საუბნო საარჩევნო კომისიამ დროებით მუშაობა შეაჩერა. მიზეზი კომისიის წევრების კოვიდინფიცირება გახდა.

#70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფიცირებულია სამი წევრი, რომელთაგან ერთი საოლქო კომისიის, ორი კი - პოლიტიკური პარტიების კვოტით არიან არჩეული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, ინფიცირებული პირების კომისიებში ჩანაცვლება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უპრობლემოდ მოხდება.

"რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ იქნებიან  საარჩევნო უბანზე 31 ოქტომბერს. იმ უბნებში, სადაც დაფიქსირდა ვირუსი, დავხურეთ ერთი დღით საარჩევნო უბნები და მოვახდინეთ დეზინფექცია,"- განაცხადა სალომე როდონაიამ.

დღის ამბები