29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
არჩევნებამდე 11 დღით ადრე პოლიტიკოსები სადამკვირვებლო მისიების მაქსიმალურ ჩართულობაზე საუბრობენ

რამდენი საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს და როგორი იქნება დაკვირვების პროცესი - არჩევნებამდე 11 დღით ადრე პოლიტიკოსები სადამკვირვებლო მისიების მაქსიმალურ ჩართულობაზე საუბრობენ.

დღეს გაირკვა, რომ სავარაუდოდ, ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის. ოპოზიცია ხელისუფლებას პროცესებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

"ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში საქართველოში ვინ ჩამოვა, ეს იმაზე დიდი საფრთხეა, ვიდრე იტალიაში იყო. პიკზე მრავალმა ორგანიზაციამ და ქვეყანამ განაცხადა, როგორც გამონაკლისი საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და რას ვხედავთ, ამ ხელისუფლების უგუნურმა და არასწორმა ჯანდაცვისა და ზოგადად კრიზისების მართვის პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვერავინ ვერ გაბედავს შემოვიდეს არჩევნების პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს აწყობს ხელისუფლებას," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

"საქართველოში მაინც საკმარისი რაოდენობის დამკვირვებელი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო მისიებიდან. ჩვენ ვიცით, რომ უკვე ჩამოსულები არიან გრძელვადიანი დამკვირვებლები, გარდა ამისა, იქნება ძალიან ბევრი ადგილობრივი დამკვირვებელი და რაც მთავარია გაყალბების თავიდან ასაცილებლად იქნება კონკრეტული პოლიტიკური ძალების, მათ შორის, "ევროპული საქართველოს" მხრიდან ძალიან ბევრი დამკვირვებელი. იქნება ძალიან ბევრი წარმომადგენელი ყველა უბანზე," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ადგილზე მყოფი მისიები, საელჩოები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები გაათმაგებული ენერგიით მუშაობენ სადამკვირვებლო მიმართულებით.

დღის ამბები