29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი რამდენიმე დღეში რესტორნების მთლიანად გაჩერების საშიშროებაზე საუბრობენ.

როგორც რესტორატორების ასოციაციაში ამბობენ, თუ გიორგი გახარიასთან მათი შეხვედრა ვერ შედგა, აქციების გამართვა მოუწევთ.

"ძირითადი მნიშვნელოვანი პუნქტები რაც არის - საბანკო რეგულაციების და მათთან ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევა.

მეორე - ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო წნეხის მოხსნა, შემცირება იქნება ეს თუ სხვა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, რამდენად იქნება ეს რეალური.

ეს ძირითადი პრინციპები, რაზედაც ვსაუბრობთ, აუცილებელია ამის პრემიერთან გარჩევა და ამაზე ვართ შეკრებილი.

რამდენიმე დღეში უბრალოდ რესტორანში ვეღარ შეხვალთ იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ამ პირობებში ოპერირება," - აცხადებს რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

დღის ამბები