ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს. უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს თურქეთთან და ერთობლივად იმუშავებს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ძრავების, ასევე ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების შექმნაზე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო ბაზების მშენებლობაში ბრიტანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
ლონდონში ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, ბრიტანეთი უკრაინის ფლოტის განვითარებისთვის მილიარდზე მეტ გირვანქა სტერლინგის ოდენობის კრედიტს გამოყოფს.