29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
სარაგბო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 1 ნოემბერს უნდა გამართულიყო არ შედგება

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით COVID-19 პანდემიის განახლების შემდეგ, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო, მათ შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

"ბორჯღალოსნები" ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან, ეროვნული ნაკრები შოტლანდიასთან მატჩისთვის ემზადება, ჩვენი გუნდი "რაგბი ევროპის" მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნდება, "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შემოდგომის რვა ერისთვის გააგრძელებენ მომზადებას.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გოგებაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან თამაში გადაიდო. მისივე თქმით, რვა ერის ტურნირი ჩატარდება, უბრალოდ ზომები მაქსიმალურად გამკაცრდება.

დღის ამბები