29 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
სამედიცინო დაწესებულებებში, საკარანტინო სივრცეებში და თვითიზოლაციაში მყოფი პირები საარჩევნო ხმის უფლებით ისარგებლბენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღეს, ყველა კოვიდინფიცირებულს შესაძლებლობა ექნება ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს.

"საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცესი წარიმართება ისე, რომ არჩევნების დღეს, უბნები იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. გარდა ამისა, ყველა ზომა იქნება იმისათვის მიღებული, რომ ინფიცირებულ პაციენტებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში, იზოლაციაში მყოფი პირები,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები