29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 19 857-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 328-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 8 666 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 6 407 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 862. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1 420 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღის ამბები