29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
დაპირისპირება ქვემო ქართლში - ენმ-ს მტკიცებით თავდამსხმელთა შორის გოგი მეშველიანის საარჩევნო შტაბისა და საკრებულოს წევრები ფიგურირებენ

მორიგი დაპირისპირება ქვემო ქართლში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ბოლნისი-მარნეულის გზაზე "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების მანქანას თავს დაესხნენ და დააზიანეს.

მათივე მტკიცებით, თავდამსხმელებმა იარაღიდანაც გაისროლეს. ოქრიაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ თავდამსხმელთა შორის გოგი მეშველიანის საარჩევნო შტაბისა და საკრებულოს წევრები ფიგურირებენ.

ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროვოკაციები "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან ხორციელდება, რითაც ოპოზიციას არჩევნებში მოსალოდნელი მარცხის გადაფარვა სურს.

ბოლნისი-მარნეულის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები