გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს არასრულწლოვანი ზ.ხ დაიკითხა.
მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის დაკითხვის ოქმი და სხდომის ჩანაწერი დღეს "კურიერმა" მოიპოვა.
ზ.ხ. ამბობს, რომ გურამ ამირხანაშვილი იტყუება, ასევე იხსენებს, რომ მას "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა წყალიც შესთავაზეს, ასევე დაზარალებულს ჰქონდა არჩევანის უფლება სურვილის შესაბამისად ავტომობილიდან ჩამოსულიყო დიდ დიღომში, მაგრამ მან დიდუბეში დამშვიდობება ამჯობინა.
ბრალდებულის თქმითვე, მას არ უკონტაქტია მცხეთაში დარჩენილ მეგობრებთან. მან არ იცის რა მოხდა ბეჟანიშვილის ქუჩაზე, რადგან ამ დროს მანქანაში ეძინა.
ზ.ხ. ასევე ამტკიცებს, რომ თბილისიდან მცხეთაში დაბრუნების შესახებ პოლიციის განყოფილებაში შეიტყო, რა დროსაც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ და ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.