დღეს გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე. ყოფილ მაღალჩინოსათან გამოძიებას კითხვები
საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეზე დაწყებულ საქმესთან აქვს.
ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მინდია ჯანელიძე ესწრებოდა 2014 წლის შეხვედრას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონსა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.
კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, პროკურატურიდან გამოსული მინდია ჯანელიძე დეტალებზე არ საუბრობს.
საქმე დავით გარეჯის საკითხზე, საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების მიმართ მიმდინარე გამოძიებას და დავით გარეჯთან დაკავშირებული ახალი რუკების აღმოჩენას უკავშირდება.