29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
6 391 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს კარგავს

საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ქვეყანა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის დაკავებულ პოზიციებს კარგავს. ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 6 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების ოთხნიშნა მაჩვენებლიდან 40% თბილისს უკავშირდება. დედაქალაქში პედაგოგებისა და მოსწავლეების ინფიცირების გამო 34 სკოლა დაიხურა, 50 კი ნაწილობრივ დისტანციური სწავლებით აგრძელებს პროცესს. აღმზრდელობითი პროცესი შეჩერებულია 42 ბაღში.

ვირუსის გავრცელების საფრთხეების გამო თბილისში უკვე რამდენიმე დღეა მეტროსადგურების პერიმეტრზე ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს. კონტროლდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვა და პირბადეების ტარება. იგივე პროცესი დაიწყო აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზეც.

ბოლო 2 თვეში საქართველოში კორონავირუსს 126 პაციენტი ემსხვერპლა. 

დღის ამბები