ფოთი-ხობის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, ნაპოვნია გატაცებული მიკროავტობუსიც.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ფოთი-ხობის გზაზე თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.