29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა და მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მოაწერეს ხელი.  

მემორანდუმის მიზანი ნაკვეთების კატეგორიების მიხედვით მიწის აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა, რაც ქვეყანაში მიწის მართვისა და მიწის ადმინისტრირების ხარისხს გააუმჯობესებს; ხელი შეეწყობა მიწის სრულფასოვანი ბაზრის ჩამოყალიბებას და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი აცხადებს, რომ დამუშავებულ ინფორმაციას მიწების შესახებ, მდგრადი მართვის სააგენტოს გადასცემენ, რათა უფრო სრულყოფილი ბაზა შეიქმნას.

"საჯარო რეესტრი უკვე მეოთხე წელია ახორციელებს მიწის რეგისტრაციის რეფორმას. შესაბამისად ჩვენს ველზე დაგროვილ ინფორმაციას მიწის ფაქტობრივი გამოყენების შესახებ დავამუშავებთ და გადავცემთ მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს, რაც მათ დაეხმარებათ სრულყოფილი ბაზის შექმნაში,"- განაცხადა ნათია ჩირიკაშვილმა.

დღის ამბები