სამეგრელოში შეირაღებულმა თავდამსხმელებმა თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევა ხობის შესასვლელთან მოხდა. თავდასხმის დროს მიკროავტობუსში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ორივე მათგანი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.