ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები დაამყარეს. მხარეებმა ოფიციალური ვაშინგტონის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.
შეთანხმება ქვეყნებს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებასა და საელჩოების გახსნას ითვალისწინებს.
ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი 15 სექტემბერს თეთრ სახლში მოაწერეს.