29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ხატია დეკანოიძე თბილისის #29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის ფასადიდან კახი კახიშვილის ბილბორდის ჩამოხსნას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსკოვის გამზირზე, #23-ში, განთავსებული #29-საუბნო საარჩევნო კომისიის შენობის ფასადიდან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კახიშვილის, საარჩევნო ბილბორდის ჩამოხსნას ითხოვს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნული კანონდარღვევაა და კახიშვილის საარჩევნო ბილბორდის დემონტაჟი დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ადგილზე დეკანოიძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ადგილზე საზედამხედველო სამსახურს ელოდებიან.

დღის ამბები