29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
საპროტესტო აქცია ჩილეში - აქციის მონაწილეებმა ეკლესიებსა და პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

ჩილეში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები სანტიაგოში საპროტესტო აქციების დაწყების წლისთავს აღნიშნავდნენ.

პროტესტი თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ეკლესიებსა და პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. შეტაკებების შედეგად ათობით პოლიციელი დაშავდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დღის ამბები