29 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
თბილისში კორონავირუსის 469, აჭარაში 360, იმერეთში კი 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1186 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც თბილისში 469-ია. 

​მარინა ენდელაძის თქმით, იმერეთში დღეს ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა და 99-ს შეადგენს.

"თბილისში 40%-ია, აჭარაში 30%, თბილისში გახლავთ 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360. იმერეთში შემცირდა, დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ქვემო ქართლში 78, შიდა ქართლში 15. სამეგრელო ზემო სვანეთში 73, კახეთში 46, გურიაში არის 25 ახალი ინფიცირებული. მცხეთა-მთიანეთში არის 14 და სამცხე-ჯავახეთში 7," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

დღის ამბები