29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
5 წლიანი პატიმრობა - ცოლსა და შვილზე განხორციელებული 20 წლიანი ძალადობის გამო მამაკაცი დაიჭირეს

19 წლის შვილის მიცემული ჩვენებიდან მალევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს, გაამტყუნეს და 5 წელი პატიმრობა მიესაჯა. ისტორია მძიმეა, დედისა და შვილის ცემა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მამის მხრიდან 20 წელი გრძელდებოდა.

იმაზე, თუ რატომ დუმდა მსხვერპლი დედა ამდენი ხნის განმავლობაში პასუხი ერთია - ამბობს, რომ სულ მარტო იყო, არც ოჯახი და არც ახლობლები იქ არ იყვნენ მაშინ, როცა უნდა ყოფილიყვნენ, ან თუ იყვნენ ეუბნებოდნენ, რომ უნდა მოეთმინა, რადგან ოჯახში ასეთებიც ხდება.

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ღიად ლაპარაკი დედამ ვერა, მაგრამ შვილმა 19 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. მათ მძიმე ისტორიას კარგი დასასრული აქვს.

ქალი "კურიერთან" იხსენებს დღეებს, თუ როგორ სასტიკად იყენებდა მეუღლე მის სისუსტეს, როგორ მიჰყავდა ის დაუსახლებელ ადგილებში და როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად მას იქამდე, სანამ გონებას დაკარგავდა.

ძალადობის მსხვერპლი დედა და შვილი ახლა სახელმწიფო ზრუნვისა და კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ, 19 წლის გოგო ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადის, დედა ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. 

წინა წლებთან შედარებით ძალადობის შესახებ საქმეებზე მიმართვიანობა კრიზისულ ცენტრში გაზრდილია, მარტო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ცენტრში 1,115 შეტყობინება შევიდა. 

დღის ამბები