29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. 

"დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელს ანძა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში განათდა,"- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს 18 ოქტომბერს აღნიშნავს.

დღის ამბები