29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის თემაზე კარტოგრაფიული მასალები გადასცა, კიდევ ერთხელ გამოიკითხა

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული ახალი კარტოგრაფიული მასალები გადასცა, პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხა. 

დავით ხიდაშელის ახალი ჩვენება ჯერ არ უნახავთ დაკავებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს.

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ამ ქმედებების შედეგად, საქართველოს საზიანოდ, აზერბაიჯანისთვის 3500-მდე ჰექტარი ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

საქართველოსთვის გადმოცემული რუკების ასლები საპატრიარქოსაც გადაეცა. უმაღლესი სასულიერო პირების განცხადებით, გარეჯი საქართველოს სულიერი და კულტურული ფასეულობაა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიის ყოფილი წევრების, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმემ უკვე გაიარა საქალაქო და სააპელაციო განხილვები. ორივე ინსტანციამ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები