29 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
საარჩევნო წარდგენები რეგიონებში და დედაქალაქში გრძელდება - პარტიები მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამებს აცნობენ

"ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა.

ასევე დღის ბოლოს "ქართულმა ოცნებამ" აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. 

"ნაციონალურმა მოძრაობამ - ძალა ერთობაშიამ" გურიის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატად მანუჩარ კვირკველია წარადგინა. მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.

ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი. გიორგი ვაშაძემ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ვაშაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში საქმის მკეთებელმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს.

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა სოფელ კოკში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და როგორც თავად აღნიშნა, მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა გამართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი". ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის ყველა შესაძლებლობას მაქსიმალურად იყენებენ.

"ლეიბორისტული" პარტია აჭარაში მხარდამჭერებს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბათუმელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამომრჩევლის დასარწმუნებლად პოლიტიკურ პარტიებს 12 დღე დარჩათ. 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება მათი ხმა მეათე მოწვევის პარლამენტში.

დღის ამბები