29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
ბელარუსის დედაქალაქში ე.წ. პარტიზანული მარში მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. ე.წ. პარტიზანული მარშის მონაწილეები პარტიზანის გამზირზე გადაადგილდებიან.

თეთრ-წითელი დროშებით ხელში, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცტექნიკაც, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოყენებულ იქნა რეზინის ტყვიები, რომელიც დემონსტრანტების დასაშლელად ჰაერში გაისროლეს.

ოფიციალური მინსკის გადაწყვეტილებით, დღეს საპატიმრო დატოვა მარია კოლესნიკოვას ადვოკატმა, რომელიც 9 სექტემბერს, ბელარუსის უშიშროების სამსახურმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ერთად დააკავა, აღნიშნულს ტელეგრამზე გამოეხმაურა სვეტლანა ციხანოვსკაია.

მისი განცხადებით, ილია სალეის გათავისუფლება აჩვენებს, როგორ იხევს ლუკაშენკოს რეჟიმი უკან, ბელარუსმა ოპოზიციონერმა საზოგადოებას საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები