ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო ეკიპაჟი, მათ ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.