29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებულების რაოდენობა დედაქალაქის პარალელურად რეკორდულად იზრდება რეგიონებშიც

1192 ინფიცირებული და 8 გარდაცვლილი. ასეთია კორონავირუსის დღევანდელი მაჩვენებელი. დედაქალაქის პარალელურად, ინფიცირებულების რაოდენობა რეკორდულად იზრდება რეგიონებშიც.

ზუგდიდის ბაზარში, "კოვიდ-19" 30-ზე მეტ პირს დაუდასტურდა.

დაწყებულია ეპიდემიოლოგიური კვლევა. მძიმე რჩება მოზარდის მდგომარეობა, რომელიც "კოვიდ-19"-ის დიაგნოზით 1 კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. არასრულწლოვანი რეანიმაციაში აპარატზეა მიერთებული.

ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი არ დახურულა, თუმცა ჩატარდა დეზინფექცია და ყველა შესაბამის ზომას ადმინისტრაციამ უკვე მიმართა.

"65 მოქალაქეს დაუდგინდა კოვიდინფექცია, აქედან 48 ზუგდიდის მაცხოვრებელია. 44 არის ადრე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტები, ხოლო 4 ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. 44-დან 33 ე.წ. ბაზრის კლასტერია,"- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

დღის ამბები