29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
გასულ 12 ათას წელთან შედარებით გრენლანდიაზე ყინული უფრო სწრაფად დნება - მეცნიერების დასკვნა

გრენლანდიაზე ყინული გასულ 12 ათას წელთან შედარებით უფრო სწრაფად დნება, ამის შესახებ ბუფალოს უნივერსიტეტის სწავლულებმა განაცხადეს. კვლევის სრული შედეგები გამოცემა "ნეიჩარში" გამოქვეყნდა.

მკვლევართა ანგარიშის მიხედვით, 2000-დან 2018 წლამდე დროის მონაკვეთში ყინულის დნობის ამჟამინდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 21-ე საუკუნეში კუნძული 6,1 ტრილიონ ტონა ყინულს დაკარგავს.

მეცნიერთა განცხადებით, ამ მხრივ უმაღლესი მაჩვენებელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10-დან მე-7 ათასწლეულამდე დროის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც გრენლანდიაზე საუკუნეში საშუალოდ 6 ტრილიონი ტონა ყინული დნებოდა.

დღის ამბები