ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები სპეცტექნიკისა და სამხედრო მანქანების მობილიზების პარალელურად მიმდინარეობს.
მინსკის სხვადასხვა უბანში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების და წყლის ჭავლის მანქანების კონცენტრაცია შეინიშნება.
აქციების 71-ე დღეს დემონსტრანტები კვლავ მოსალოდნელ დაკავებებზე საუბრობენ. როგორც ბელარუსის ექსპრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია საკუთარი ტელეგრამიდან იტყობინება, იზოლატორი დატოვა ილია სალეიმ, რომელიც მარია კალესნიკოვასთან ერთად 9 სექტემბერს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
ციხანოვსკაიას განცხადებით, ილია სალეის საპატიმროდან გამოშვება ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგია.