29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ბრძოლა და გამარჯვება ჩემი ცხოვრების წესი და ტრადიციაა - "ნაციონალურმა მოძრაობამ" გურიის ამომრჩეველს მაჟორიტარი კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარუდგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ - ძალა ერთობაშია" გურიის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინა.

როგორც მანუჩარ კვირკველიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გურია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით.

"ბრძოლა და გამარჯვება ჩემი ცხოვრების წესი და ტრადიციაა. 31 ოქტომბერს არ ვატარებთ რიგით არჩევნებს, ეს გაცილებით მეტია. ეს არჩევნები რეფერენდუმია, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენ ერთად დავძლევთ სიღარიბეს, უმუშევრობას, უსამართლობას,"- განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ.

"ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავებისგან განსხვავებით მანუჩარი იმიტომ კი არ არის, რომ დიდ კაბინეტში დაჯდეს და შავი მანქანით იმოძრაოს, თქვენი და თავისი შვილებისთვის უნდა ნორმალური, განათლებული, ადეკვატური ჯანდაცვით, ადეკვატური სამუშაო ადგილებით საქართველო, სამშობლო, რომ ქართველს ემიგრაციაში მონური შრომა აღარ უწევდეს. გურულებზე პოლიტიკური ხალხი არ არის საქართველოში და აჩვენეთ ძალიან გაბრაზებულებმა 31 ოქტომბერს რა შეგიძლიათ,"- მიმართა ამომრჩეველს გრიგოლ ვაშაძემ. 

მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.

დღის ამბები