საუდის არაბეთის მთავრობამ მოსახლეობას უფლება მისცა, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა მეჩეთში, მასჯიდ ალ-ჰარამში ილოცონ. მეჩეთი მარტში პანდემიის გამო დაიხურა.
საუდის არაბეთში ინფიცირების 342 ათასზე მეტი შემთხვევაა, 5,200-მდე ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.