29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ყველაზე მწვავე დაპირისპირება 1990-იანი წლების შემდეგ - საერთაშორისო მედია მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირებაზე

ყველაზე მწვავე დაპირისპირება 1990-იანი წლების შემდეგ - ასე ეხმაურება საერთაშორისო მედია მთიანი ყარაბაღისთვის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, მათი დაღუპული სამხედროების რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა.

ეუთოს მინსკის ჯგუფი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს. გუშინ მიღწეული დროებითი ზავი რამდენიმე საათშივე დაირღვა, მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა უარყო ერევნის შეთავაზება მთიან ყარაბაღში წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანის შესახებ შეთახმებულიყვნენ.

დღის ამბები