29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 124 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 124-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 156 პაციენტი გადის, მათგან 125-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 15 პირი, საშუალო სიმძიმისაა 21.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2796-ია. გამოჯანმრთელდა 1187, ლეტალურად დასრულდა 27 შემთხვევა.

დღის ამბები