29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"გირჩი" ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს - რატომ დაჯარიმდა 6 გასართობი დაწესებულება  

"გირჩი" ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. უკმაყოფილება რეგულაციების დარღვევის საბაბით, კვების და გასართობი ობიექტების დაჯარიმებას მოჰყვა.

შრომის ინსპექციამ ათი ათასი ლარის სანქცია დედაქალაქის მასშტაბით, სულ შვიდ ობიექტს დააკისრა, მათ შორის იმ დაწესებულებებსაც, რომლებიც პოლიტიკურ პარტია "გირჩს" წინასაარჩევნოდ ფართს უთმობენ საარჩევნო ღონისძიებებისთვის. ადგილზე, წუხელ გირჩის წევრებიც იმყოფებოდნენ და მათ მომხდარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს.

კაფე-ბარ სახელოსნოში ამბობენ, რომ ადგილზე პარტია "გირჩი" წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა და ამით რეგულაციები არ დაურღვევია.

"გირჩში" ამბობენ, რომ მსგავსი სახის წინასაარჩევნო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

შრომის ინსპექციამ კიდევ 6 გასართობი დაწესებულება 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

ახალი რეგულაციები ძალაში გუშინ შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაფე-ბარებსა და გასართობ დაწესებულებებს თბილისსა და იმერეთში საღამოს 10 საათის შემდეგ ფუნქციონირება ეკრძალებათ. რესტორნების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ შეზღუდვები მძიმედ აისახება მათ შემოსავლებზე, პროგნოზირებენ, რომ გაქრება სამუშაო ადგილები და რამდენიმე მსხვილი მოთამაშე.

დღის ამბები