29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
არჩევნები პანდემიის პირობებში - COVID-19-ის გააქტიურებამ პოლიტიკური სპექტრის ორად გაყოფა ​გამოიწვია

საარჩევნოდ გააქტიურებულმა პანდემიამ პოლიტიკური სპექტრის ორად გაყოფა​ გამოიწვია. დილემას არჩევნების გადადება - არ გადადების თაობაზე ომბუდსმენიც ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ შესაძლოა არაპოპულარული ნაბიჯები გახდეს საჭირო. სახალხო დამცველი წუხს, რომ კოვიდსაფრთხემ მოქალაქეებს შესაძლოა უარი ათქმევინოს არჩევნებში მონაწილეობაზე, ნაწილისთვის შეზღუდულმა საარჩევნო უფლებამ კი არათანაბარი მონაწილეობის საფრთხეს შექმნას.  

სახალხო დამცველის აზრი პოლიტიკური პარტიების ნაწილმაც გაიზიარა, რომლებიც პირდაპირ მოითხოვენ, რომ არჩევნები გადაიდოს. ამ მოსაზრების მომხრეთა არგუმენტი ის არის, რომ თუ თავყრილობა საფრთხეა, ე.ი. არჩევნებიც რისკს შეიცავს. მათი თქმით, ამ მოცემულობაში წინასაარჩევნო კამპანიების წარმოებაშიც ეშლებათ ხელი და ეს მხოლოდ მმართველ გუნდს თუ აწყობს.

პოლიტიკური პარტიების მეორე ნაწილი არჩევნების გადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. არგუმენტი აქაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა განსხვავებული პრიზმიდან. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ კოვიდმდგომარეობის გაუმჯობესება უახლოეს პერიოდში ნაკლებად სარწმუნო პერსპექტივაა, ამიტომ კრიზისი ეფექტურმა მთავრობამ, ანუ თავად უნდა მართონ, თან მალევე. ოპოზიცია მოსახლეობას მოუწოდებს ყოველგვარი წესრიგის დაცვით არჩევნებზე აუცილებლად მივიდნენ.

არჩევნების გადადება ხელისუფლებაში არც კი განიხილება. მმართველი ძალა დარწმუნებულია, რომ ამომრჩევლებისთვის, დამკვირვებლებისთვის და პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეძლებს.       

დღის ამბები