29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ეკონომიკის განვითარება, ხელმისაწვდომი განათლება და სიღარიბის დაძლევა - ხატია დეკანოიძემ ისნის ამომრჩეველს პარტიის პროგრამა გააცნო

ეკონომიკის განვითარება, ხელმისაწვდომი განათლება, მართლმსაჯულების რეფორმა და სიღარიბის დაძლევა - სწორედ ამ პროგრამით წარსდგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ისნის ამომრჩევლის წინაშე.

დეპუტატობის კანდიდატმა პროგრამის გაცნობასთან ერთად მოსახლეობისგან პრობლემებიც მოისმინა.

"ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა წინასაარჩევნო შეხვედრას, რა თქმა უნდა, კამპანიის ნაწილს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ეს არის პროგრამის გაცნობა, ეს არის ადამიანების პრობლემების გაცნობა, დამუხტვა ადამიანების, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ყველაზე მთავარი, რომ გამარჯვების სხვის შეტანა თითოეულ ადამიანებამდე. ეკონომიკური განვითარება, უფრო ხელმისაწვდომი განათლება და უფრო მეტი ინვესტიცია, მართლმსაჯულების რეფორმა და სიღარიბის დაძლევა - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

დღის ამბები