29 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
"ოცნების" დამარცხების გარეშე, ვერც კოვიდს დავამარცხებთ და ვერც ცვლილებებს დავიწყებთ - ენმ-ში კრიტიკას პასუხობენ

კრიტიკას​, რომელიც ენმ-სა და "გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" მიერ ბათუმში წინასაარჩევნოდ გამართულ მასშტაბურ შეკრებას მოჰყვა, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალაში პასუხობენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგი ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ისინი ბათუმში ამ რაოდენობით ადამიანების შეკრებას არ ელოდნენ და მიუხედავად წინასწარი მომზადებისა, ლოჯისტიკაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა.

"ბათუმმა გარკვეულწილად დაგვანახა, რომ შემდგომ აქციებზე ჩვენ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიქნებით, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები ჩვენ აქციებთან დაკავშირებით. ასევე ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ოცნების" დამარცხების გარეშე ამ ქვეყანაში ვერც კოვიდს დავამარცხებთ და ვერც ცვლილებებს დავიწყებთ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს მობილიზებული და მივიდეს საარჩევნო უბნებზე," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისივე თქმით, ოცნების მხრიდან ამ აქციასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა მიუღებელია, რადგან ზაფხულის განმავლობაში მმართველმა ძალამ არაერთი მრავალრიცხოვანი შეკრება მოაწყო, ამის მაგალითად კი უდუმაშვილმა კიკვიძის ბაღში გამართული ღონისძიება და დენდროლოგიურ პარკში არსებული რიგები დაასახელა.

ზაალ უდუმაშვილმა არჩევნებში ამომრჩევლების აქტიურობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი:

"ეს არის მშვიდობიანი ომი, რომელშიც 31 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი,"- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები