29 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
სამარცხვინო თავდასხმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე - არჩილ თალაკვაძე ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე 

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მიერ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე აკრიტიკებს. არჩილ თალაკვაძე გუშინ მომხდარ ფაქტს მოქალაქეებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე თავდასხმად აფასებს. 

"როდესაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში, ექიმების, ექთნებისეპიდემიოლოგების, პრემიერ მინისტრის და მთელი მთავრობის დაუღალავი შრომით, ექიმებმა შეძლეს COVID-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, გუშინ ნაციონალური მოძრაობა აწყობს ხალხმრავალ შეკრებას, სადაც ჩაჰყავს სხვა მუნიციპალიტეტებიდან ხალხი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ეს არის სამარცხვინო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოებაზე და მოქალაქეებზე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები