29 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
სიღარიბე, უსახლკარობა, სოფლის მეურნეობა - როგორია "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო პროგრამა

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პირველი ნომერი ირმა ინაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გუნდის საარჩევნო მნიშვნელოვან ასპექტებზე საუბრობს.

მისი თქმით, გუნდის და ქვეყნის მთავარი გამოწვევაა სიღარიბე.

"სიღარიბე არის დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევა, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ოჯახებს დაეხმარება პატარა ბიზნესის აწყობაში. ჩვენი გათვლით ეს პროექტი 30 000 ადამიანს უნდა გასწვდეს წელიწადში.

ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის ნაწილი. მნიშვნელოვანია უსახლკარობის პრობლემის დაძლევა. ჩვენ ვაპირებთ, რომ მუნიციპალურ ბინათმშენებლობას 4% დავუთმოთ. იქნება მრავალწლიანი უპროცენტო განვადება და ოჯახებს ექნებათ ბინის შეძენის შესაძლებლობა,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები