29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის ამომრჩეველს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის საარჩევნო ბლოკთან ერთად აჭარის ამომრჩეველს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

წარდგენას არ ესწრებოდა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე, რომელსაც მამა კორონავირუსით გარდაეცვალა. ბათუმში შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა.

"განწყობა არის პროპორციული. საქართველოს მოქალაქე ითხოვს ცვლილებას 2020 წლის 31 ოქტომბერს საღამოს 20:01 წუთზე. თქვენი მარჯვენათი, თქვენი მარცხენათი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი, ბათუმში მიმდინარე შეკრებას უკრაინიდან ვიდეო ხიდით შეუერთდა.

"არავის არ გაუკეთებია ასეთი დიდი აღმშენებლობა, ასეთი წარმატებისთვის არავის არ მიუღწევია, როგორც ჩვენ მივაღწიეთ იმ რამდენიმე ისტორიულ წელიწადში თქვენ და ჩვენ. ცოტა კიდევ მეტი ერთიანობა, ცოტა კიდევ მეტი შეტევითობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო გათავისუფლდება ამ კოშმარისგან,“ - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს.

დღის ამბები