29 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს წინააღმდეგ - დაკავებულების ადვოკატები სტრასბურგს მიმართავენ

საქართველოს წინააღმდეგ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე კვირაში გაიგზავნება. საჩივრის მომზადების გადაწყვეტილება ადვოკატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ორივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაახლოებით 6 ტომიან საქმეს რამდენიმე ახალი გამოკითხვის ოქმი დაემატა. ადვოკატები ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქმის მასალებში ბევრი მათთვის სასარგებლო დეტალი იკვეთება.

პროკურატურის მხრიდან აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ხელისუფლების ხელწერას ხედავენ მათი ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიზეზი პოლიტიკური ქულების მიღებაა. ოპოზიცია აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ საქმეს არც გრიფით საიდუმლო ადევს და საქმის ფიგურანტებს გაუთქმელობის ვალდებულებაც არ აქვთ.

ყოფილი ხელისუფლების განცხადებები ეჭვებს მმართველ პარტიაშიც აჩენს. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ის, რომ მათი ოპონენტები თავდაცვის რეჟიმში არიან, შესაძლოა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებდეს.

აზერბაიჯან-საქართველოს შორის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მოპოვებული და საქართველოში ჩამოტანილი მასალების ასლების ნაწილი საპატრიარქოშიც ინახება. დაკავებულებთან დაკავშირებით სასულიერო პირებში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი გამოძიების დასრულებამდე დანაშაულზე საუბარს ცილისწამებად აფასებს. 

დღის ამბები