29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ყველა გლდანელის პრობლემა ვიცი - გია ბენიძე

პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კონსერვატიული პარტიიდან გია ბენიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ გლდანში უამრავი პრობლემაა, რომელსაც თავად ძალიან კარგად იცნობს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან კანდიდატურის დაყენება.

"ბოლო 19 წელია აფხაზეთის მთავრობაში ვმუშაობ და ბოლო 7 წელია მჭიდრო კავშირი მაქვს დევნილებთან, გლდანში 26 000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს, აქედან ამომრჩეველი 15 000-ზე მეტია. მე მათთან პრობლემების მოგვარებაში უშუალოდ ვიყავი ჩართული და ვიცი რა პრობლემებიც აქვთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვიყარო კენჭი. არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა გლდანელის პრობლემა ვიცი, ეს არის ძირითადი პრობლემა, რომ საცობია ძალიან დიდი, ასევე იქ არის კანალიზაციის პრობლემებიც.

თითო ბავშვზე გამოიყოფა 20 ლარი და მათი აზროვნება ნარკოტიკის ნაცვლად იქნება მიმართული სპორტდარბაზების მიმართ, ჩვენი ამოცანაა სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად. ასევე, ჩემს პროგრამაში ყურადღება მიექცევა ვეტერანებს. მე მქონდა ხალხთან შეხვედრა და ვარკვევ, რა პრობლემებია ახლა გლდანში,"- განაცხადა გია ბენიძემ.

დღის ამბები