29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთის ფედერალური სამსახური დგას - ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სპეცსამსახურები

დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სპეცსამსახურები თვლიან, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური დგას. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით "გარდიანი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით "ეფესბეს" მიერ ჩატარებული ოპერაციის მიზანი არა ნავალნის მკვლელობა, არამედ მისი გაფრთხილება იყო, იმისათვის, რომ ოპოზიციონერს რუსეთის ტერიტორია დაეტოვებინა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ ეს ინფორმაცია გახდა ევროპელი ლიდერების მიერ "ეფესბეს“ ხელმძღვანელისთვის მიმდინარე კვირას სანქციების დაწესების მიზეზი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" აგვისტოში მოწამლეს. ის კომიდან 23 სექტემბერს გამოვიდა. კრემლი ოპოზიციონერის მოწამვლასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

დღის ამბები