29 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ - საქმის პროკურორის განცხადებით, მათ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები დღეს დაიკითხნენ. დღეს ჩვენება ორმა არასრულწლოვანმა პირმა მისცა.

ადვოკატების განცხადებით, მათ გაიხსენეს ყველაფერი, როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს.

არასრულწლოვანი ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დეტალურად მოყვა, რა მოხდა 18 ივნისის ღამეს.

"არავის არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ნ.ც.-მ რამე დამალა. მან ყველა კითხვას უპასუხა,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

დღევანდელი პროცესით გამართლდა ბრალდების მხარის მოლოდინიც, რომ დაკითხული პირები ისევ შეეცადნენ დანაშაულისთვის თავის არიდებას.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა პირებმა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს და დანაშაულისთვის თავის არიდებას ყველანაირად ეცადნენ.

პროკურორის თქმითვე, მათი ჩვენებები ასევე არ მოდის თანხვედრაში ვიდეომასალებთან.

დღის ამბები