29 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
არანაირი კავშირი არ გვაქვს არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც "ქართულ ოცნებასთან" - პარტია "რეფორმერი"

პარტია "რეფორმერი"  "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" შეერთება-არშეერთების საკითხს ეხმაურება. პარტიის თავმჯდომარის, თორნიკე ჯანაშვილის თქმით, დღეს გაკეთდა განცხადება, თითქოს ახალგაზრდა "რეფორმერის" გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა, რაც მისი განმარტებით დეზინფორმაციაა.

ჯანაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

"დღეს გაკეთდა განცხადება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვითომ ახალგაზრდა რეფორმერის გუნდი შეუერთდა. ეს ვითომ შეთხზული გუნდი ისედაც წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივს და არანაირი შეერთება არ მომხდარა. ამის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რათა პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" დისკრედიტაცია მოხდეს. არანაირი კავშირი არ გვაქვს არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც "ქართულ ოცნებასთან," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება"რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი.

დღის ამბები