რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ინფორმაციით, ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა.
"მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. "რიონი" მუშაობდა მორიგე ჯგუფებით, რომლებსაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება.
მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარულ-სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი.
ჩვენ ველით "რიონის" თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას, პარალელურად, არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას,"-ნათქვამია რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის გავრცელებულ ინფორმაციაში.