29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
საპატრულო პოლიციამ მეტროსადგურებთან მგზავრების კონტროლი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ-19-ის" გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მეტროსადგურებთან ინტენსიური მონიტორინგი გუშინ, 15 ოქტომბერს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიწყეს.

მგზავრთა კონტროლი ასევე ხორციელდება მუნიციპალურ ავტობუსებში. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

თბილისის მერია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტროსადგურებთან მიმდინარე პატრულირებისთვის.

დღის ამბები