29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 კი თბილისში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 7714-ია, მათგან 70-ზე მეტი კრიტიკულად მძიმეა.

მარინა ენდელაძის თქმით, 887 ახალი შემთხვევიდან 342 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, თბილისში - 277, იმერეთში -198,  სამეგრელო - ზემო სვანეთში 22, გურიაში -11, შიდა ქართლში -12, ქვემო ქართლში -3, მცხეთა-მთიანეთში - 10, კახეთში - 7, სამცხე ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2 შემთხვევა.

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდდადასტურებული პაციენტია, უმეტესობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა. არიან კრიტიკული პაციენტებიც, მაგრამ ამჟამად ინვაზიურ სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ იმყოფება.

დღის ამბები