29 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ოპოზიციამ თავის თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა - პრემიერი დავით გარეჯზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, თუ რატომ დაიწყო გამოძიება, მაინცდამაინც ახლა.

"დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ და არც 1 თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან,"- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები