29 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირების მატების მიუხედავად, პროცესი მართვადია.

"სამწუხაროდ ამ საკმაოდ ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში, ნებისმიერი თემა არის გამოყენებული პოლიტიკური სპეკულირებისთვის, ჩვენ უბრალოდ ამისთვის არ გვცალია. არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასოდეს, განსაკუთებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ საკითხებზე. ნორმალურ ქვეყანაში და მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხდარიყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მთლიანად საზოგადოების. ესეც მოხდა თითოეული გამონაკლისის გარდა, რომელსაც ხან ტესტირების რაოდენობა არ მოსწონდა, შემდგომ კიდევ სხვა რაღაც არ მოსწონდა, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან გახსნის წინააღმდეგი იყო. ეს არ შეიძლება იყოს სპეკულირების საგანი, ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ.

რაც შეეხება არჩევნებს, დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის, არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება და არავის არ გვეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები