მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს. ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი გაიზარდა ამერიკის 36 შტატში.
შეზღუდვებს ამკაცრებენ ევროპის ქვეყნები. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საფრანგეთში, 17 ოქტომბრიდან კი პარიზსა და 8 ქალაქში საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება.
ბოლო 24 საათში "კოვიდ-19-ის" რეკორდულად მაღალი დღიური შემთხვევები დადასტურდა გერმანიასა და იტალიაში. შეზღუდვები გაამკაცრა გერმანიის მთავრობამ. ქვეყანაში 10 ადამიანამდე შემცირდა შეკრების ლიმიტი, რესტორნები კი საღამოს 11 საათის შემდეგ დაიხურება.
მომდევნო 15 დღე ესპანეთში, კატალონიის რეგიონში მუშაობას შეწყვეტს ყველა ბარი და რესტორანი.
ახალი შეზღუდვები დაწესდება პორტუგალიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.
რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში ვირუსის გამო რუსეთში 239, თურქეთში 57, სომხეთში 7, აზერბაიჯანში კი 4 ადამიანი გარდაიცვალა.