29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მეუღლესა და სიდედრს კორონავირუსი დაუდასტურდათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მეუღლესა და სიდედრს კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა. ფაქტს გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ადასტურებს.

რაც შეეხება  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მეუღლეს, ქალბატონი  სერის უბანზე საარჩევო შტაბს ხელმძღვანელობს, რომელიც  N1 საჯარო სკოლაშია განთავსებული.

აღნიშნული სკოლის დირექტორი და N60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდებიან, რომ შესაბამისად იმოქმედონ.

დღის ამბები